logo_geo
ტეხასში თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი არიან
- +

6 ნოემბერი. 2017. 13:27



აშშ-ში, ტეხასის ქალაქ საზერლენდ-სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი არიან. ქალი 8 თვის ფეხმძიმე იყო. ეკლესიაში ის ხუთ შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან 3 ასევე დაიღუპა.


სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.


თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.


მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია.








 

big_banner
არქივი