logo_geo
მარსზე 2,4 მილიონი ადამიანის სახელი გაიგზავნება
- +

6 ნოემბერი. 2017. 20:30



გასულ თვეში, NASA-მ ყველა მსურველს მისცა საკუთარი გვარ-სახელის მარსზე გაგზავნის შესაძლებლობა. საზოგადოების პასუხი ხმამაღალი და თვალნათელი აღმოჩნდა.


თავდაპირველად, სპეციალურ ონლაინ-ფორმაში საკუთარი გვარ-სახელი 1,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა; სახელები შემდეგ მიკროჩიპში ჩაიწერება და მიმაგრდება NASA-ს მარსმავალ InSight-ზე, რომელიც 2018 წლის მაისში გაეშვება და წითელ პლანეტაზე ამავე წლის ნოემბერში დაჯდება.


2015 წელს დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნისა და წარმატების გამო, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიამ (JPL) საზოგადეობას ეს შესაძლებლობა 2017 წლის ოქტომბერში კვლავ მისცა. ამჯერად საკუთარი გვარ-სახელი 827 000-მა ადამიანმა დააფიქსირა. მონაცემები უკვე ჩაწერილია მიკროჩიპზე, რომელიც მარსმავალ InSight-ზე მიმაგრდა.


საერთო ჯამში, მავალი წითელ პლანეტაზე 2 429 807 ადამიანის სახელს წაიღებს.


მსგავსი ტექნოლოგია NASA-ს წარსულშიც გამოუყენებია. მილიონობით ადამიანის სახელი მარსზე უკვე წაღებული აქვს წინა წლებში გაგზავნილ მავალებს.


მარსმავალი InSight-ი შეისწავლის წითელი პლანეტის წიაღს, სეისმურ აქტივობას, გეოდეზიასა და სითბოს გადაადგილებას. ეს გახლავთ მარსის პირველი მისია, რომლის მთავარი დანიშნულებაც პლანეტის ღრმა ინტერიერის შესწავლა იქნება. მისი აღმოჩენები დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ მზის სისტემის კლდოვანი პლანეტების ადრეულ ისტორიაში.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი