logo_geo
პენსიონერმა სახლში ლეონარდი და ვინჩის 15 მლნ ევროდ შეფასებული ნახატი აღმოაჩინა
- +

13 დეკემბერი. 2016. 22:34


ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზში ლეონარდო და ვინჩის დაკარგული შედევრი აღმოაჩინეს. საუბარია ნახატზე, რომელზეც ხეზე მიჯაჭვული წმინდა სებასტიანია ასახული. ნახატი ფრანგმა პენსიონერმა ექიმმა, შემთხვევით საკუთარ სახლში აღმოაჩინა. მან მამის ნივთებში 15 ნახატი იპოვა და ისინი ტაჯის აუქციონის სახლში მიიტანა. ექსპერტმა ყურადღება ტუშით შესრულებულ ნახატს მიაქცია და კვლევების შედეგად დაადასტურა, რომ ესკიზი ლეონარდო და ვინჩის შექმნილია.


ვარაუდობენ, რომ წმინდა სებასტიანი და ვინჩიმ 1482-1485 წლებში დახატა. შედევრი 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

 

 

 

 

 

 

 



 

big_banner
არქივი