logo_geo
PETA: ყველის ჭამა სექსიზმია, რადგან ძროხებზე ძალადობით მზადდება
- +

15 ნოემბერი. 2017. 21:38



ცხოველთა ამერიკულმა გავლენიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია PETA-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ყველის ჭამა სექსიზმია.


სტატიაში PETA აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიოს ფემინისტები, მათ შორის თვითონ ორგანიზაცია PETA, რომელიც ფემინისტური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, ქალთა უფლებებისთვის და თანასწორობისთვის იბრძვიან, ძროხების "დატყვევების, გაუპატიურების, შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის" შედეგად მიღებული პროდუქტის, ყველის ჭამა დაუშვებელი სექსიზმია.


ფემინისტური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, აშშ-ში ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ ამდენად კარიკატურულად, დაუჯერებლად აბსურდული მოსაზრების დაფიქსირება, რომ ყველი თურმე ძროხის გაუპატიურების და შეურაცხყოფის შედეგად მიღებული პროდუქტი ყოფილა და ამიტომ მისი ჭამა სექსიზმია, იმის ნათელი მაგალითია, რამდენად არაჯანსაღი და კომიკური სახე შეიძინა თანამედროვე ფემისნიტურმა თუ სხვა უფლებადამცველმა მოძრაობებმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი