logo_geo
„კოზა ნოსტრას“ ექს-მეთაური ტიტო რიინა გარდაიცვალა
- +

17 ნოემბერი. 2017. 11:49



იტალიელი მაფიოზი, „კოზა ნოსტრას" ყოფილი მეთაური ტიტო რიინა 87 წლის ასაკში, იტალიის ქალაქ პარმაში გარდაიცვალა. ინფორმაციას  ამის შესახებ გაზეთი „La Repubblica" ავრცელებს.


ტიტო(სალვატორე) რიინა იყო უკანასკნელი ე.წ. ბოსთა ბოსი (Capo di tutti capi).

რიინა 1993 წელს დააპატიმრეს 40 ადამიანის მკვლელობისა და ასობით შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით. სასამართლომ  „კოზა ნოსტრას" ბოსს 26 უვადო პატიმრობა მკაცრი რეჟიმის ციხეში მიუსაჯა.


დაპატიმრებამდე ერთი წლით ადრე რიინამ მოიშორა მოსამართლე ჯოვანი ფალკონე და პალერმოს პროკურორი პაოლო ბორსელინო.


სიცოცხლის ბოლო დღეები, ორი ოპერაციის შემდეგ, რიინა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იტალიის იუსტიციის მინისტრის თანხმობით, მომაკვდავ „ნათლიასთან" უახლოესი ნათესავები შეუშვეს. 






 

big_banner
არქივი