logo_geo
საჰაერო ხომალდმა Airlander 10 კატასტროფა განიცადა
- +

18 ნოემბერი. 2017. 20:37



მსოფლიოში ყველაზე გრძელმა საჰაერო ხომალდმა, წარმატებული საცდელი ფრენიდან 24 საათში, კატასტროფა განიცადა. ინციდენტი დიდ ბრიტანეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, Airlander 10 მიწაზე დაეცა. ინციდენტის შედეგად ხმელეთზე მყოფმა ერთმა ქალმა მცირე დაზიანება მიიღო.


ხომალდის სიგრძე 92 მეტრია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია და მას ჰაერში ყოფნა, ჰელიუმის წყალობით, ორი კვირის განმავლობაში შეუძლია.


მისი დამზადება 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.


 

 

 

 

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი