მსოფლიოში ყველაზე გრძელმა საჰაერო ხომალდმა, წარმატებული საცდელი ფრენიდან 24 საათში, კატასტროფა განიცადა. ინციდენტი დიდ ბრიტანეთში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Airlander 10 მიწაზე დაეცა. ინციდენტის შედეგად ხმელეთზე მყოფმა ერთმა ქალმა მცირე დაზიანება მიიღო.
ხომალდის სიგრძე 92 მეტრია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია და მას ჰაერში ყოფნა, ჰელიუმის წყალობით, ორი კვირის განმავლობაში შეუძლია.
მისი დამზადება 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა.