ისლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში განგაშის ყვითელი დონე გამოაცხადა. სპეციალისტები რეგიონზე დაკვირვებას ვულკანის მოსალოდნელი ამოფრქვევის გამო აწარმოებენ.
მეტეოროლოგების თქმით, ვულკანმა ყოველ წუთს შეიძლება გაიღვიძოს. ინფორმაციას Iceland Review-ი ავრცელებს.
ამ დასკვნამდე მეცნიერები კოსმოსიდან დაკვირვების შედეგად მივიდნენ. რეგიონის მოსახლეობა ამბობს, რომ მათ უკვე რამდენიმე დღეა კვამლის სუნი იგრძნეს. ინფორმაცია პოლიციამაც დაადასტურა.