გერმანიის ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციის სპეციალისტებმა ევროპაში ყველაზე საიმედო მანქანების რეიტინგი წარმოადგინეს.
კვლევის შედეგები კომპანიის ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გაირკვა, ევროპაში ყველაზე საიმედო ავტომობილების რეიტინგში Mercedes-Benz SLK ლიდერობს. ინფორმაციას The Quebec Times-ი ავრცელებს.
ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა Volkswagen Golf Sportsvan, დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: Mercedes-Benz B-Class, Mercedes-Benz GLK, Mercedes-Benz M-Class, Opel Mokka, Audi A1, Audi Q3, Audi Q5, Porsche 911 დაVolvo V40.