logo_geo
აზერბაიჯანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
- +

20 ნოემბერი. 2017. 21:05



აზერბაიჯანში, ქალაქ განჯიდან 53 კილომეტრში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.


მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 17:54 საათზე დაფიქსირდა.


აზერბაიჯანში გაზრდილ სეისმურ აქტივობაზე მიუთითებს ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებიც.


კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 15 ნოემბერს, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები 16, 17 და 18 ნოემბერსაც დაფიქსირდა.


 

big_banner
არქივი