logo_geo
ბიტკოინის ფასი 8,7 ათას დოლარამდე გაიზარდა
- +

26 ნოემბერი. 2017. 01:17

 

ბიტკოინის ფასი 8,7 ათას დოლარამდე გაიზარდა. ასეთი მონაცემები Coindesk-ის ბირჟამ გამოაქვეყნა. ნოემბრის შუა რიცხვებში ბიტკოინის კურსი თითქმის 30%-ით დაეცა და 7 882 დოლარი შეადგინა.


25 ოქტომბერს საინვესტიციო კომპანია Standpoint Research-ის დამფუძნებელმა რონი მოასმა განაცხადა, რომ 10 წელიწადში ბიტკოინის ფასი 50 ათას დოლარამდე გაიზრდებოდა.


მიმდინარე წელს ბიტკოინის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი