logo_geo
ჰოლანდიელმა ჰიტლერის ნახატი შემთხვევით 75 ცენტად იყიდა
- +

26 ნოემბერი. 2017. 03:08



ნიდერლანდების სამხედრო დოკუმენტაციის ინსტიტუტს, ადოლფ ჰიტლერის აკვარელი აჩუქეს, რომელიც მანამდე ბაზარში შეიძინეს. ამის შესახებ გაზეთი Volkskrant-ი წერს.


ფერწერა, სახელწოდებით "ძველი ქალაქის დარბაზი", ვენის ქუჩას ასახავს. მყიდველი ჰოლანდიაში ცხოვრობდა და ის 75 ცენტად შეიძინა. ტილოს ხელმოწერაც ჰქონდა - ა. ჰიტლერი, თუმცა ეს მყიდველმა მხოლოდ სახლში შენიშნა. მის ქალიშვილს ფიურერის ნამუშევრის დატოვება არ სურდა, მაგრამ ჰოლანდიურმა აუქციონის სახლებმა ტილოს გამოფენაზე უარი უთხრეს.


ამის შემდეგ, მან ნახატი ინსტუტიტში წაიღო, სადაც ნაცისტების მიერ ოკუპირებული ნიდერლანდების ისტორია შეისწავლება. ქალმა ანონიმად დარჩენა ისურვა. რამდენიმე თვის შემდეგ, სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ აკვარელით შექმნილი ტილო, ნამდვილად ეკუთვნის ჰიტლერს.


სიცოცხლის მანძილზე ნაცისტური რეჟიმის ლიდერმა სამი ათასამდე ფერწერული ნახატი შექმნა. მათგან მხოლოდ 800 შემორჩა. უმეტესობა მათგანი ავსტრიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს კერძო კოლექციებში ინახება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი