logo_geo
პარიზში ეიფელის კოშკის განათება ჩააქრეს
- +

14 დეკემბერი. 2016. 23:52


სირიის ქალაქ ალეპოს მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკის განათება ჩააქრეს. ბოლო დღეების განმავლობაში ალეპო ათასობით მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ქალაქში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.


პარიზის სიმბოლოს, ეიფელის კოშკის განათება ადგილობრივი დროით ზუსტად 20:00 საათზე ჩაქრა.


„ამ სიმბოლური ზომის მიზანია კიდევ ერთხელ მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საჭიროა სასწრაფო მოქმედება", - განაცხადა საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ.


ამჟამად ალეპოს თითქმის მთლიანად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. ორი ათასამდე ამბოხებული მებრძოლი ქალაქის რამდენიმე რაიონში რჩება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი