logo_geo
ელექტროსადგური ნახშირის ნაცვლად, საწვავად H&M-ის ტანსაცმელს იყენებს
- +

26 ნოემბერი. 2017. 20:53



Bloomberg-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი შვედური თბოსადგური ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის H&M-ის ტანსაცმელს წვავს.

სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე სადგური, რომელიც 150 000 აბონენტს ამარაგებს, კომპანია Malarenergi AB-ს ეკუთვნის. კომპანია ბრენდულ ტანსაცმელს საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან, ხის წარმოებისგან დარჩენილ ნაგავთან და სხვა ტიპის ინდუსტრიულ ნაგავთან ერთად წვავს.


შვედეთი ცდილობს, მისი ენერგოდამოკიდებულება ტრადიციული ტიპის საწვავიდან (ნახშირი, დიზელი და სხვა) განახლებად რესურსებზე გადაიტანოს. ტანსაცმელიც (ბამბის და სხვა ტიპის ქსოვილებიც) სწორედ ენერგიის განახლებად წყაროებს წარმოადგენენ. კომპანია Malarenergi AB H&M-ის მაღაზიათა ქსელიდან იღებს იმ ტანსაცმელს, რომელიც არ გაიყიდა. ჯამში 15 ტონა ტანსაცმელი დაიწვა ელეტქროენერგიის გამომუშავებისთვის.


თბოსადგურმა საწვავად ასევე გამოიყენა 400 000 ტონა საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნაგავი.


შვედეთმა 2016 წელს ნაგვისგან 3 000 გიგავატი საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ნახშირის და სხვა არაგანახლებადი რესურსებისგან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობამ კი, 1 000 გიგავატ საათზე ნაკლები შეადგინა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი