logo_geo
დონალდ ტრამპი: იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა ათი თვის განმავლობაში
- +

27 ნოემბერი. 2017. 11:23



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის დემოკრატიული პარტია კვლავ გააკრიტიკა. ამის შესახებ მან „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა.


„პირველივე დღიდან, როგორც კი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, ერთადერთი, რაც გვესმის, არის ის, თუ როგორ ეძებენ არჩევნებზე დამარცხების გამართლებას გაიძვერა „დემოკრატები". რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. მიუხედავად ამისა, ეკონომიკა ყვავის და იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა ათი თვის განმავლობაში. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი", - წერს ტრამპი. 


 

big_banner
არქივი