logo_geo
უსახლკაროს, რომელიც უცნობ ქალს უკანასკნელი 20 დოლარით დაეხმარა, 378 ათასი შეუგროვეს
- +

27 ნოემბერი. 2017. 22:52



როცა 1 თვის წინ კეიტ მაკლურის გვიან ღამით ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა, მას უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით წასვლა მოუწია. თუმცა იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარო კაცმა მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და შესთავაზა, რომ საწვავს თავად მოუტანდა.


მაკლურის თქმით, უსახლკარომ, სახელად ჯონიმ, მას თავისი უკანასკნელი 20 დოლარით საწვავი უყიდა და მოუტანა, მას კი უკან მისაცემად ნაღდი ფული არ ჰქოდა. სამაგიეროდ, ახლა მას ძველი ცხოვრების დაბრუნებაში ეხმარება.


მეორე დღეს მაკლური და მისი შეყვარებული უსახლკაროსთან მივიდნენ, ფული დაუბრუნეს და ესაუბრნენ. ამის შემდეგ, ისინი უცნობის სანახავად ხშირად მიდიოდნენ, ბოლოს კი გადაწყვიტეს, რომ მის შესახებ GoFundMe-ზე დაეწერათ:


„მინდა, რომ რამე კარგი გავაკეთო ამ უანგარო კაცისთვის, რომელიც მე ასე დამეხმარა. მასთან საუბარი მარწმუნებს, რომ ის ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებს".


თავდაპირველად უსახლკაროსთვის გამიზნული იყო 10 000 დოლარის შეგროვება, თუმცა 13 475-მა ადამიანმა მისთვის 16 დღეში $378 311 შეაგროვეს.


მაკლურის თქმით, უსახლკარო, რომლის ცხოვრებაც რამდენიმე დღეში შეიცვალა, ყოველ ღამით მშვიდ ძილს იმსახურებს და მას მუშაობის დაწყება ძალიან უნდა.


სანამ უსახლკარო გახდებოდა, ჯონი, მეხანძრედ და ექიმების დამხმარედ მუშაობდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი