logo_geo
განაჩენის მოსმენის შემდეგ ბრალდებულმა საწამლავი დალია
- +

29 ნოემბერი. 2017. 23:51



ბოსნიელი ხორვატი სამხედრო მეთაური სლობოდან პრალიაკი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან ჰააგის სასამართლოს დარბაზში საწამლავი მას შემდეგ დალია, რაც მოსამართლემ მისი განაჩენი გამოაცხადა.


ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გაერო-ს სასამართლომ პრალიაკს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მოსმენის შემდეგ მან მუქი ფერის სათავსიდან რაღაცა დალია და დაძახა "მე ომის დამნაშავე არ ვარ."


ჰოლანდიის სამართალდამცველებმა ჰააგის სასამართლოს დარბაზი დანაშაულის ადგილად გამოაცხადეს. პრიალიაკი სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი