logo_geo
რატომ მუშაობს Facebook შეფერხებით?! - მიზეზები რომელიც უნდა იცოდეთ!
- +

1 დეკემბერი. 2017. 04:05



ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აქვს, როგორც desktop ვერსიას, ისე აპლიკაციას. როგორც ბრიტანული გამოცემა express.co.uk წერს, სოციალურ ქსელი შეფერხებით ძირითადად ევროპის მასშტაბით მუშაობს.


საიტზე Down Detector, სადაც მომხმარებლებზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მუშაობა ფასდება, დღეს დილიდან უამრავი შეტყობინება შევიდა. მომხმარებლები იმ პრობლემებზე წერენ, რომელიც facebook-ის მოხმარებისას იჩენს თავს. პრობლემების ჩამონათვალში ძირითად ადგილს, მესენჯერის გაუმართაობა, ვებგვერდის ჩატვირთვა და სურათების რთულად გამოჩენის პრობლემა იკავებს.


რუკაზე წითლად და ყვითლად ის რეგიონებია აღნიშნული, სადაც facebook-ს პრობლემა აქვს. საქართველო ყვითელ ზონაშია მოქცეული.


Facebook-მა პრობლემების შესახებ საკუთარი მომხმარებელი წინასწარ უკვე გააფრთხილა. კომპანიის განცხადებით, 30 ნოემბერს მესენჯერის აპლიკაციას და შესაძლოა, თავად facebook-ის desktop  ვერსიასაც პრობლემა შექმნოდა.


​კომპანიის განცხადებით, პრობლემა ახალი ფუნქციის დამატებამ გამოიწვია. ამ დროისათვის facebook messenger-ში 4K სურათების გაგზავნის ხელსაწყოს ამატებს. Facebook-ის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, აღნიშნული პრობლემებიც სწორედ ამ განახლების ბრალია. მათივე თქმით, ყველა პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრება.


facebook საკუთარ მომხარებლებს ბოდიშს უხდის და ამასთანავე ურჩევს, განაახლონ facebook-ის მობილური აპლიკაცია და messenger.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი