logo_geo
ანტარქტიდაში მსოფლიოს უდიდესი საზღვაო ნაკრძალი შექმნეს
- +

3 დეკემბერი. 2017. 00:18

 


ანტარქტიდაში, როსის ზღვაში, მსოფლიოს უმსხვილესი საზღვაო ნაკრძალი შექმნეს. მისი ტერიტორია 1,5 მილიონ კვადრატულ მეტრს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Newshub-ი ავრცელებს.


აღნიშნავენ, რომ თევზჭერა ტერიტორიის 72%-ზე აიკრძალება, დანარჩენ ადგილას კი მათი მოპოვებას სამეცნიერო კვლევებისთვის დაუშვებენ.


როსის ზღვა - განაპირა ღრმა ზღვა სამხრეთის ოკეანეში, ანტარქტიდის ორ რეგიონს, ვიქტორიას მიწასა და მერი ბერდის მიწას შორის. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა -1°С-ზე დაბალია, ზაფხულში კი ტემპერატურა ზოგჯერ მატულობს 2°С-მდე. ზღვაში ბინადრობენ სხვადასხვა სახეობის სელაპები, ვეშაპები და თევზები.


 

 










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი