logo_geo
იური ლუცენკო: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს!
- +

5 დეკემბერი. 2017. 21:18



უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. ამის შესახებ განცხადება იური ლუცენკომ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პროკურორმა რადას წევრებს ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მისი თანაგუნდელების საქმის გამოძიების დეტალები გააცნო.


ლუცენკოს განცხადებით, 24 საათის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აპარტიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს.

 

„მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მოვუწოდებ, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება, უკრაინელების დაპირისპირება და თავად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში" - განაცხადა ლუცენკომ.



 

big_banner
არქივი