logo_geo
რა შესთავაზა დონალდ ტრამპმა სილვესტრ სტალონეს?
- +

17 დეკემბერი. 2016. 01:30



გამოცემა "The Daily Mail" იუწყება, რომ  აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცნობილ ჰოლივუდელ კინოვარსკვლავს, სილვესტრ სტალონეს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური ფონდის ხელმძღვანელობა შესთავაზა. სტალონეს გადაწყვეტილება  ჯერჯერობით უცნობია.


„სულ ტყუილად ფიქრობს ვინმე, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელოვნებით არ ინტერესდება. ეს საკადრო ცვლილება ამ სფეროსთვის ძალზე სასარგებლო იქნება", - განუცხადა "The Daily Mail"-ს ინფორმირებულმა წყარომ.


თუ ცნობილი კინოვარსკვლავი ამ წინადადებას დათანხმდა, მისი კანდიდატურა აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს.


სოლვესტრ სტალონე ამჟამად 70 წლისაა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „როკი", „რემბო", „მოსამართლე დრედი", „დაქირავებული მკვლელები", „მრბოლელი" და სხვები.


 

big_banner
არქივი