logo_geo
გაერო-ს მონაცემებით, მსოფლიოში 258 მილიონზე მეტი მიგრანტია
- +

19 დეკემბერი. 2017. 12:35



გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში 258 მილიონზე მეტი მიგრანტია.


მოხსენების მიხედვით, ყველაზე მეტი მიგრანტი, 49,8 მილიონი ადამიანი, აშშ-ში ცხოვრობს. რუსეთში, საუდის არაბეთსა და გერმანიაში მიგრანტთა რიცხვი 12-12 მილიონს აღწევს.


მიგრანტების მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, სირიის, პაკისტანისა და უკრაინის მოქალაქეები წარმოადგენენ.


 

big_banner
არქივი