logo_geo
ნიკი ჰეილი: ტრამპმა დამავალა იმ ქვეყნების სახელები ვაცნობო, რომელიც გაერო-ში კენჭისყრისას აშშ-ს წინააღმდეგ ხმას მისცემს
- +

20 დეკემბერი. 2017. 12:05



გაერო-ში აშშ-ს ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყურადღებით დააკვირდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას, რომელზეც განხილული იქნება იერუსალიმის საკითხი.


„გაერო-ში ჩვენ ყოველთვის მოგვთხოვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი გავცეთ. როდესაც ამერიკელი ხალხის ნებით გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის თაობაზე თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო, არ ველოდებით იმას, რომ ვისაც ვეხმარებით, მათი სამიზნე გავხდებით. ხუთშაბათს კენჭისყრა გაიმართება, სადაც ჩვენი არჩევანის გაკრიტიკება იგეგმება. აშშ ჩაინიშნავს მათ სახელებს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.


ნიკი ჰეილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას დაავალა იმ ქვეყნების შესახებ აცნობოს, ვინც აშშ-ს წინააღმდეგ მისცემს ხმას.










 

big_banner
არქივი