logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: 50 წლის იუბილეს შინაპატიმრობის საფრთხის ქვეშ ვხვდები!
- +

22 დეკემბერი. 2017. 01:35


 

„50 წლის იუბილეს შინაპატიმრობის საფრთხის ქვეშ ვხვდები", - ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პროკურატურა პარასკევს სააპელაციო სასამართლოში მის დაკავებას გეგმავს.


მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მის მიმართ აღძრულ საქმეს ყალბი უწოდა, ხოლო პროკურატურა ამის უგულებელყოფას ცდილობს. სააკაშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლო მთავრობის მიერ ბევრად უფრო კონტროლირებადია, ვიდრე პირველი ინსტანციის სასამართლო.


სააკაშვილმა მხარდამჭერებს სააპელაციო სასამართლოს შენობასთან შეკრება სთხოვა.


„უპრობლემოდ შემიძლია ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში წავიდე. მაგრამ ვრჩები აქ, რადგან მწამს უკრაინის მომავლის. მწამს, რომ ახლანდელი ვითარება დროებითია. ამიტომ გთხოვთ, მოხვიდეთ სასამართლო პროცესზე იმისთვის, რომ შევძლო ბრძოლის გაგრძელება. იმედია ბევრი თქვენგანი მოვა. სასამართლომ უნდა იცოდეს, რა სურს ხალხს", - მიმართა მხარდამჭერებს ააკაშვილმა.


 

big_banner
არქივი