logo_geo
ემანუელ მაკრონი: აშშ დიდ შეცდომას უშვებს
- +

22 დეკემბერი. 2017. 17:12



საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე მცდარი გადაწყვეტილებაა.

 

„აშშ დიდ შეცდომას უშვებს. ეს მცდარი გადაწყვეტილება რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზირებას იწვევს", - განაცხადა მაკრონმა.


მისი განცხადებით, ის მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის დარეგულირებას.


„ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრაში საფრანგეთი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის პრინციპს. საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას უჭერს მხარს", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.










 

big_banner
არქივი