logo_geo
ბილ გეიტსი უცნობი გოგოს საიდუმლო სანტა გახდა
- +

23 დეკემბერი. 2017. 21:04



ბოლო რამდენიმე წელია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი „საიდუმლო სანტას" თამაშში მონაწილეობს. გეიტსი თამაშში მონაწილეობის მისაღებად Reddit-ის ვებგვერდზე დარეგისტრირდა.


წელს გეიტსმა საჩუქარი VietteLLC-ს სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებელს გაუგზავნა. უცნობი გოგოს წერილში ეწერა, რომ მას ძალიან უყვარს კატები და უკვე 4 კატა ჰყავს. ბილ გეიტსის საჩუქარიც სწორედ კატებს უკავშირდებოდა.


გოგოსთვის სპეციალური საჩუქრების გარდა, გეიტსმა კატების სამ თავშესაფარს თანხა შესწირა.


თავიდან გოგო ვერ მიხვდა, თუ ვისგან იყო საჩუქრები. მან იფიქრა, რომ ვიღაც ისე იყო შეყვარებული ბილ გეიტსზე, რომ საჩუქრებში მილიარდერის ფოტო ჩადო.


მისივე თქმით, მას გაუჭირდა იმისი გააზრებაც კი, რომ გეიტსმა მისი კატებისთვის ამდენი საჩუქარი შეარჩია და მისთვის წერილის მოსაწერადაც მოიცალა.



 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი