logo_geo
ხელისუფლება კანადელებს აფრთილებს, თავი შორს დაიჭირონ ლოსისგან, რომლიც ავტომობილს ლოკავს
- +

18 დეკემბერი. 2016. 13:52



BBC-ს ინფორმაციით, კანადის ხელისუფლება მძღოლებს ურჩევს, თავი შორს დაიჭირონ ლოსისგან (ცხენ-ირემი), რომელიც მათ ავტომობილს ლოკვას დაუწყებს.


კანადის პროვინციის, ალბერტას ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ბოლო დროს, ადგილობრივი ნაკრძალის ბინადარი ცხენ-ირმები გათამამდნენ, მიდიან ავტომობილებთან და ლოკავენ მათზე შერჩენილ მარილს, რომელსაც გზებზე ყრიან მოყინულობის გამო.


მძღოლებს ურჩევენ არ შევიდნენ ცხოველებთან კონფრონტაციაში, არ გადმოვიდნენ ავტომობილიდან და არ ეცადონ ხელის კვრით დაატოვებინონ ტერიტორია.


„ზრდასრული ლოსი 450 კგ-ს იწონის და მას ძვრას ვერავინ უზამს, თუ ის გადაწყვეტს, რომ მას ემუქრებიან, შეუძლია თავს დაესხას ადამიანს და მანქანას", - ამბობენ სპეციალისტები.


კანადელებს ურჩევენ, 30 მეტრის მანძილიდან დააკვირდნენ ცხოველებს. მათ შესაშინებლად კი სთავაზობენ გამოიყენონ ხმოვანი სიგნალი, ან პულტის მეშვეობით  დისტანციიდან  ჩართონ სიგნალიზაცია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი