logo_geo
დონალდ ტრამპმა ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხა
- +

25 დეკემბერი. 2017. 11:14



შობის წინა საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბავშვების სატელეფონო ზარებს უპასუხა. ამის შესახებ washingtonexaminer-ი წერს.


ტრამპს ბავშვები ეუბნებოდნენ, რა სურდათ სანტასგან საჩუქრად. თავისი საშობაო სურვილი გაანდო მათ თავად პრეზიდენტმაც.


„ჩვენ კეთილდღეობა გვაქვს. ახლა მშვიდობა გვჭირდება", - უთხრა ხუთი წლის რაიანს ტრამპმა.


ოქროს სავარძელში მჯდომი აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად, დიდი ენთუზიაზმით ესაუბრებოდა ბავშვებსა და მათ მშობლებს საშობაო სურვილების შესახებ.


ტრამპი ბავშვებს დაჰპირდა, რომ მათ წელს ყველაზე დაუვიწყარი შობა ექნებათ.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი