logo_geo
საშობაო განწყობის ფილმები, რომლებიც შესაძლოა ნანახი არ გქონდეთ
- +

9 იანვარი. 2018. 21:13


 

ახალი წლის შემდგომი დღეები ყველაზე რთული და მოსაწყენია, რადგან ის ერთიანი განწყობა, რომელიც წინასაახალწლო სამზადისს სდევდა თან ქრება და იწყება რუტინული ყოველდღიურობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევეგუოთ საერთო მოწყენილობას, ამის თავიდან ასარიდებლად კი წინასაშობაო განწყობის ამაღლებაა აუცილებელი. გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომელიც საშობაო არდადეგებს გაგიხალისებთ - მართალია ეს ფილმები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა თუ მოგბეზრდათ ყოველ წელს ერთი და იგივე ფილმების ყურება, მაშინ მოემზადეთ იდეალური დღეების გასატარებლად.

 

1. A Bad Moms Christmas


დიდი სახლი, საყვარელი ქმარი, ნიჭიერი ბავშვები და წარმატებული კარიერა. უკვე დიდები ვართ და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს? თუმცა მზრუნველი მშობლები მაინც არ გვტოვებენ რჩევების გარეშე.

 

2. Office Christmas Party


კომპანიის გენერალური დირექტორი ძმას ფილიალის შემცირებით ემუქრება. გმირი ძმა კი გადასარჩენად ეპიკურ საშობაო წვეულებას აწყობს, რათა კომპანია გადაარჩინოს. თუმცა დღესასწაული კონტროლს კარგავს.


3. Love the Coopers


კუპერების 4 თაობა საშობაოდ შეხვედრას გეგმავს, თუმცა მოულოდნელი სტუმრები და დაუჯერებელი მოვლენები ყველაფერს სრულიად ცვლის.

 

4. Almost Christmas


უოლტერ მეიერს დიდი ხანია რაც მყუდრო ოჯახური შეკრება სურს, ისევე როგორც ძველ დროს. ის ცდილობს მის მყუდრო სახლში ყველა ნათესავი ერთად შეკრიბოს. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

 

5. Just in Time for Christmas


ლინდსი როჯერსმა არჩევანი უნდა გააკეთოს: ოცნების სამსახურის გამო ქვეყნის მეორე ბოლოში გაემგზავროს თუ მშობლიურ ქალაქში საოცნებო მამაკაცზე გათხოვდეს. იდუმალ დეკემბრის ღამეს მას მეეტლე ეხმარება: გოგონა შეძლებს ნახოს, როგორი იქნება მისი ცხოვრება სამი წლის შემდეგ.


6. Barcelona Christmas Night


ოჯახური წყვილები და მარტოსულები, ახალგაზრდა რომანტიკოსები და იდუმალი ლამაზმანები განიცდიან სიყვარულს, კარგავენ და მოიპოვებენ თავიანთ ბედნიერებას. მათი ისტორია მშვენიერ ქალაქში მიმდინარეობს, რომელიც შობის ღამეს ჯადოსნობას ელოდება.

 

7. 12 Dates of Christmas


ამ ფილმში მაყურებელი ფანტასტიკური სასიყვარულო ისტორიის თვითმხილველი ხდება. რომანტიკული ურთიერთობის წამოწყების მცდელობით, მთავარი გმირი ახალი მამაკაცის მოხიბვლას ცდილობს. ის შობაზე შეყვარებულის ოჯახთან მიემგზავრება, თუმცა ერთი და იგივე დღის გადატანა რამდენჯერმე უწევს.


8. the night before


რამდენიმე ხნის წინ, შობამდე ახალგაზრდა ითანმა მშობლები დაკარგა. მას შემდეგ მისი ოჯახი მისი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ყოველ წელს ისინი იკრიბებიან და შობას ერთად ატარებენ. ერთხელაც, საშობაო წვეულების შესახებ შეიტყვეს, რომელზეც მხოლოდ მოსაწვევით შეიძლებოდა დასწრება. რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდნენ იქ მოხვედრას, თუმცა არ გამოუვიდათ. ერთხელაც შანსი ჩნდება...







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი