logo_geo
1,3 მილიონ დოლარიანი არყის მოპარული ბოთლი მშენებლობაზე ცარიელი იპოვეს
- +

9 იანვარი. 2018. 22:11



დანიის პოლიციის ინფორმაციით, 1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მოპარული 6-ლიტრიანი არყის ბოთლი, რომელიც ოქროთი, ვერცხლით და ბრილიანტებით არის დამზადებული კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, შარლოტენლუნდში მშენებლობაზე იპოვეს.


მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რუსული ბალტიის არყის ბოთლის ექსპონატი Café 33-დან მოიპარეს. როგორც კაფის მფლობელი აღნიშნავს, მთავარი ის არის, რომ ბოთლი დაზიანებული არ არის, ხოლო არაყი, რომელიც მასში ესხა ძვირფასი არ ყოფილა, თუმცა მნიშნელოვანია, რომ სასმელი ძველი რუსული რეცეპტით მზადდება.


ბოთლის ექსტერიერის დიზაინი და მისი შინაარსი ყველას ხიბლავს. იგი დაახლოებით 740 ათას აშშ დოლარად არის შეფასებული. მისი მფლობელის განცხადდებით, ამჟამად ბოთლი პოლიციაშია და სამართალდამცავებმა მოპარული ძვირფასი ბოთლი უნდა შეამოწმონ. ამ ეტაპზე პოლიცია კომენტარისგან თავს იკავებს.


აღსანიშნავია, რომ ნაპოვნ ექსპონატს იმ ავტომობილის ემბლემა აქვს, რომელიც 1912 წელს მონტე-კარლოს რალში მონაწილოებდა.


კაფის მეპატრონე აღნიშნავს, რომ მისი კაფის სათვალთვალო კამერებმა ქურდი დააფიქსირეს, თუმცა, მას ქუდი ეფარა და სახე შარფით ქონდა დაფარული.


მფლობელის განმარტებით, ბოთლში კვლავ რუსული არყის ჩასხმას და საცავის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებასაც გეგმავს.


 

 

 

წყარო http://www.bm.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი