logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: ეგღა მაკლია, რომ პოროშენკოს კლანის წევრები ჩემს ოჯახზე საუბრობდნენ
- +

19 დეკემბერი. 2016. 23:46


 


ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის უმაღლესი რადის „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი გონჩარენკოს შორის ტელეკომპანია „112 უკრაინას" პირდაპირ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


„უკრაინა უნიკალური ქვეყანაა. სადაც არ უნდა გავიხედო - უმაგრესი პოტენციალი აქვს. ამ ხალხს კი უკრაინის არ სჯერა, მათ საკუთარი ქვეყანა სძულთ. მე მეცოდება ქვეყანა ამ ხალხის ხელში. მათთვის უკრაინა კორუფციული საქმეების კეთების ადგილია", - განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილის ამ განცხადებას გონჩარენკოს რეპლიკა მოჰყვა.


„თუ ეს ქვეყანა ასეთი უნიკალური და სასწაულია, მაშინ თქვენს შვილს აქ რატომ არ გადმოიყვანთ საცხოვრებლად? თქვენი შვილი სად ცხოვრობს? - ჰკითხა დეპუტატმა სააკაშვილს.


„ძალიან გთხოვთ, ჩემს ოჯახს ნუ ეხებით. ეგღა მაკლია, რომ პოროშენკოს კლანის წევრები ჩემს ოჯახზე საუბრობდნენ. მე თქვენს ოჯახს არ ვეხები და გთხოვთ, ჩემსასაც ნუ შეეხებით," - განაცხადა სააკაშვილმა.


 

right_banner big_banner
არქივი