logo_geo
კესი დე პეკოლი - პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა!
- +

11 იანვარი. 2018. 03:45



27 წლის კონექტიკუტელმა მოგზაურმა 2015 წლის ივლისში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. კესი დე პეკოლიმ მსოფლიოს 196 ქვეყანაში იმოგზაურა და გინესის რეკორდი დაამყარა, მან ყველაზე მცირე დროში მოინახულა მსოფლიოს ყველა სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის მას 18 თვე და 26 დღე დასჭირდა. ის ასევე გახდა პირველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია ნამყოფი.


„ექსპედიცია 196", რომელიც ფრენების ჩათვლით დაახლოებით $200 ათასი დაჯდა, ნაწილობრივ სპონსორებმა (Clif Bar და Eagle Creek) დააფინანსეს. დე პეკოლი თითოეულ ქვეყანაში ორიდან ხუთ დღემდე ჩერდებოდა, სტუმრობდა ადგილობრივ სკოლებს, ტურისტულ კომპანიებს, ატარებდა ლექციების გარემოს დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.











 

big_banner
არქივი