logo_geo
თურქეთში პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავა
- +

11 იანვარი. 2018. 17:22



სტამბოლის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 42 უცხოელი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო DHA სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.


სააგენტოს ინფორმაციით, ოპერაცია სტამბოლის შვიდ რაიონში ჩატარდა.


დაკავებული პირები, სავარაუდოდ, დაკავშირებულები იყვნენ ტერორისტებთან, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში შეიარაღებულ შეტაკებებში მონაწილეობდნენ. მათი ნაწილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტების საქმეებზე იძებნებოდა. თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაკავებული პირები, უცნობია.


ოპერაციის შედეგად ამოღებულია ციფრული მასალა, რომელიც დაკავებულთა ტერორისტულ საქმიანობას ადასტურებს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი