logo_geo
შეიქმნა კრიპტოვალუტა, რომელსაც ნაბიჯების რაოდენობით გამოიმუშავებენ
- +

12 იანვარი. 2018. 01:56



შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც კრიპტოვალუტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაინინგის ნაცვლად ადამიანმა ფეხით უნდა იაროს. საუბარია მობილურ აპლიკაცია Sweatcoin-ზე. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.


აპლიკაცია Sweatcoin-ი iOS და ანდროიდის სისტემებზეა გათვლილი და დღის განმავლობაში ადამიანის მიერ გავლილ ნაბიჯებს ითვლის. ნაბიჯების რაოდენობას კი შემდეგ ციფრული ვალუტის ახალ სახეობაში, Sweatcoin-ში ახურდავებს.


აპლიკაციით კრიპტოვალუტის გამომუშავება შემდეგნაირად ხდება: ადამიანს, რომელსაც აპლიკაცია აქვს ჩამოწერილი ქუჩებში უნდა იაროს, ამასთან აპლიკაცია დაკავშირებული უნდა იყოს GPS-სისტემასთან, რათა აღიქვას რომ ადამიანი ნამდვილად მოძრაობს. ამასთან, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ აპლიკაციას ვერ მოატყუებენ სარბენ ბილიკზე, სახლში ან სამსახურში გადადგმული ნაბიჯებით. ყოველ 1000 ნაბიჯზე 1 Sweatcoin-ი ირიცხება.


ახალი კრიპტოვალუტის მეშვეობით შესაძლებელია Delta-ს, PayPal-ის სასაჩუქრე ბარათის და iPhone X-ს შეძენაც კი. აპლიკაცია მომხმარებლებისთვის უფასოა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი