logo_geo
სტივენ სიგალს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს
- +

12 იანვარი. 2018. 17:35



ლოს-ანჯელესის პოლიციამ მსახიობ სტივენ სიგალის საქმეზე გამოძიება დაიწყო. სიგალს გაუპატიურებაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ გამოცემა The Wrap-ი წერს.


სამართალდამცველების უწყებაში სარჩელი რეჯინა საიმონსმა შეიტანა. მისი თქმით, ინციდენტი 1993 წელს მოხდა, როდესაც ის ფილმის გადაღებებში სიგალთან ერთად იღებოდა მონაწილეობას. ერთხელაც, სიგალმა ის ბევრლი-ჰილსზე საკუთარ სახლში წვეულებაზე დაპატიჟა, თუმცა როდესაც მივიდა, აღმოაჩინა, რომ სახლში მხოლოდ თვითონ და ჰოლივუდის მსახიობი იყვნენ.


ქალის თქმით, ამის შემდეგ სიგალმა კარი ჩაკეტა და გააუპატიურა. ამ დროს საიმონსი 18 წლის იყო და მისი თქმით, ქალიშვილი.


გასული წლის ნოემბერში, სტივენ სიგალს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი, ტელეწამყვან ელენ დეჯენერესის მეუღლემ პორშა როსიმ წაუყენა ბრალი.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი