logo_geo
თეთრი სახლის ექიმმა დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
- +

13 იანვარი. 2018. 14:45



ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია.


ამის შესახებ თეთრი სახლის ექიმმა რონი ჯექსონმა, დონალდ ტრამპის გამოკვლევის შემდეგ განაცხადა.


მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოკვლევა ვაშინგტონში, უოლტერ რიდის სახელობის ჰოსპიტალში, ჩატარდა.


ამასთან, რონი ჯექსონმა აღნიშნა, რომ მიღებულ მონაცემს შეისწავლის და საბოლოო დასკვნას 16 იანვარს დადებს.


თავად 71 წლის დონალდ ტრამპი გამოკვლევამდე აცხადებდა, რომ თავს კარგად გრძნობს.

 

„ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ასეც უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟა უკმაყოფილო დარჩება", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.


მედია წერს, რომ თეთრმა სახლმა გეგმიურ გამოკვლევასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა გამოკვლევის საგანი არ იქნებოდა.


გავრცელებული ინფორმაციით, მედიკოსები პრეზიდენტს სისხლი, გული, ფილტვები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, მხედველობა და კანის მდგომარეობა შეუმოწმეს.


ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნებულმა სკანდალურმა წიგნმა „ცეცხლი და მრისხანება: თეთრი სახლის შიგნით ტრამპის დროს", ამერიკულ საზოგადოებაში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დებატები გამოიწვია.


წიგნის ავტორმა - ჟურნალისტმა მაიკლ ვულფმა ქვეყნის ლიდერი, როგორც „ფსიქიკურად არასტაბილური" ადამიანი დაასახელა.


საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან სტაბილური გენიოსია".


კონგრესმენების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა დონალდ ტრამპის ფსიქიკური მდგომარეობა შემოწმდეს.


 

big_banner
არქივი