logo_geo
CNN: ექიმები ტრამპის ფსიქიკურ გამოკვლევას ითხოვენ
- +

14 იანვარი. 2018. 13:05

 


ამერიკელმა ექიმებმა რონი ჯექსონისგან, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, მოითხოვეს, რომ ფიზიკურთან ერთად მისი სულიერი მდგომარეობა შეისწავლოს. ამის შესახებ CNN წერს.


ექიმმა ჯექსონმა კოლეგებისგან ღია წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ აუცილებელია რამდენიმე სტანდარტული ტესტის ჩატარება, რომლის მიზანიც პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა იქნება. ექიმებს ტრამპის გაუმართავი მეტყველება, სიტყვების გამეორების ჩვევა, მწირი ლექსიკა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა აშფოთებთ.


ისინი წერენ, რომ პრეზიდენტი უკვე 71 წლისაა. ასეთი პროცედურის ჩატარება კი 66 წლიდან ყველა ადამიანისთვის არის სასურველი. ექიმები ნევროლოგიური კვლევის საჭიროებაზე მიუთითებენ, რომელიც შესაძლო ჭკუასუსტობას და ტრამპის მიერ ინფორმაციის მიღების უნარს განსაზღვრავს.


ექიმმა, რომელმაც დონალდ ტრამპის ჯანმრთელობა გამოიკვლია, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „სრულიად ჯანმრთელია".

 

„პრეზიდენტის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, რომელიც გუშინ მერილენდის შტატში, სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარდა, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა. პრეზიდენტს საუცხოო ჯანმრთელობა აქვს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სრულად ჯანმრთელია.








 

big_banner
არქივი