logo_geo
მონტენეგროს საზღვართან აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
- +

14 იანვარი. 2018. 14:02



მონტენეგროს საზღვართან მდებარე ალბანეთის ქალაქ შკოდერის ცენტრში აფეთქება მოხდა.


ტელეარხ RTCG-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლში იყო დამონტაჟებული, რომელიც სერბეთ-მონტენეგროს ეროვნული უმცირესობების ოფისთან იდგა.


მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.


გარდა ამისა, მსუბუქად დაშავდა მონტენეგროს რადიოსა და ტელევიზიის კორესპოდენტი რაიკა გარდაშევიჩი. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მედიკოსებმა ის სახლში გაუშვეს.


აღნიშნულ დროს ტელეარხის გადამღები ჯგუფი ადგილზე მონტენეგროსა და ალბანეთს შორის ვაჭრობის შესახებ სიუჟეტს ამზადებდა.


პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ბიზნესმენ ლიულზიმ კულუზე თავდასხმას გეგმავდნენ.










 

big_banner
არქივი