logo_geo
დემონსტრანტები სამხრეთ აფრიკიდან H&M-ის გასვლას ითხოვენ
- +

14 იანვარი. 2018. 16:43



იოჰანესბურგში ადგილობრივებმა H&M-ის მაღაზიებთან აქციები მოაწყვეს. მიზეზი ტანსაცმელია, რომელიც შავკანიან ბავშვს აცვია წარწერით: „ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში". მოსახლეობამ ჩათვალა, რომ წარწერა რასისტულია.


დემონსტრანტებმა შეძლეს და ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენიმე ნივთი მოიპარეს. აქციის დაშლის მიზნით პოლიციამ მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.


აქციის ორგანიზატორების „ეკონომიკური თავისუფლებისთვის მებრძოლების" წარმომადგენლების თქმით, შვედურმა ქსელმა სამხრეთ აფრიკაში მუშაობა უნდა შეწყვიტოს.


სამხრეთ აფრიკაში H&M-ის მაღაზიები დაარბიეს. საპროტესტო აქციის მიზეზი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეკლამა გახდა. ფოტოზე ფერადკანიან პატარა ბიჭს მწვანე სვიტერი აცვია წარწერით „ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში". რეკლამა ვებგვერდზე 8 იანვარს განთავსდა. სოციალურ ქსელში ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ფოტო წაშალა.











 

big_banner
არქივი