logo_geo
„უცნაური ამბების“ ვარსკვლავი შერლოკ ჰოლმსის დას განასახიერებს
- +

14 იანვარი. 2018. 20:35



პოპულარული ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებათა სერიალის, „უცნაური ამბების" (Stranger Things) 14 წლის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი მთავარ როლს შეასრულებს მწერალ ნენსი სპრინგერის დეტექტიური რომანის ეკრანიზაციაში, რომელშიც იგი შერლოკ ჰოლმსის უმცროს დას, პერსონაჟ ენოლა ჰოლმსს განასახიერებს.


ექვსი ტომისგან შემდგარი საყმაწვილო დეტექტიური რომანების პირველი ნაწილს სათაურად „დაკარგული მარკიზის საქმე" (The Case of the Missing Marquess) ჰქვია. სიუჟეტის მიხედვით, დედის გარდაცვალების შემდეგ 14 წლის გოგონას უფროსი ძმები, მაიკროფტ და შერლოკ ჰოლმსები პანსიონში ჩააბარებენ, საიდანაც გაქცევის შემდეგ ენოლა ჰოლმსი ლონდონში ჩადის და ინსპექტორ ლესტრეიდთან ერთად იდუმალებით მოცულ საქმეს იძიებს.


ვიქტორიანულ ეპოქაში მიმდინარე სურათს კინოკომპანია Legendary Pictures გადაიღებს, რომელთანაც მილი ბობი ბრაუნმა უკვე ითანამშრომლა - თინეიჯერი ვარსკვლავის მხატვრულ ფილმში დებიუტი 2019 წელს გამოსასვლელ ფანტასტიკურ ფილმში „გოძილა: მონსტრების მეფე" შედგება.


 

 

წყარო: http://reginfo.ge








 

big_banner
არქივი