logo_geo
აშშ-ში თვითმფრინავი საავტომობილო გზაზე დაეშვა
- +

29 იანვარი. 2018. 11:37



ლოს ანჯელესთან ახლოს, ერთძრავიანი თვითმფრინავი „Beechcraft G33"- ის ავარიული დაშვების გამო, საავტომობილო გზა გადაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC  ავრცელებს.


შემთხვევა კვირას საღამოს, ქალაქ კოსტა მესას ახლოს მოხდა.  აშშ-ს ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის (FAA) ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავი მწყობრიდან მაშინ გამოვიდა, როცა ჯონ უეინის აეროპორტისკენ მიფრინავდა.  პილოტი იძულებული გახდა, ავარიული დაშვება საავტომობილო გზაზე განეხორციელებინა.


ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი