logo_geo
ამერიკელმა მსახიობმა მარკ სალინგმა თავი მოიკლა
- +

31 იანვარი. 2018. 00:17



ამერიკელი მსახიობი და მომღერალი მარკ სალინგი გარდაიცვალა. TMZ-ის ცნობით, სერიალ Glee-ს 35 წლის ვარსკვლავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


მედიის ცნობით, სალინგის ცხედარი კალიფორნიაში, მის სახლთან ახლოს მდებარე მდინარესთან აღმოაჩინეს. მსახიობმა სუიციდი გასულ წელსაც სცადა.


2015 წლის ბოლოს მარკ სალინგი საბავშვო პორნოგრაფიის შენახვის ბრალდებით დააკავეს. მან თავის კომპიუტერში 50 000-ზე მეტი ფოტო და ვიდეო ატვირთა. 2017 წელს მსახიობმა დანაშაული აღიარა. მისთვის განაჩენი 7 მარტს უნდა გამოეტანათ.

 

 










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი