logo_geo
31 იანვრის ღამეს ცაზე ლურჯი მთვარე გამოჩნდება
- +

31 იანვარი. 2018. 00:29



31 იანვარს სრული დაბნელება მთვარის ჩასვლისას მოხდება, რის შემდეგაც ლურჯი მთვარე გამოჩნდება. ამერიკის კონტინენტზე მყოფი ადამიანები მოვლენას ბოლო 150 წლის განმავლობაში პირველად შეესწრებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


სანახაობას ყველაზე უკეთ ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, ინდონეზიის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მცხოვრებლები იხილავენ. მოგვიანებით კი უნიკალურ მოვლენას  ახლო აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდანაც მიადევნებენ თვალს. დაბნელება 70 წუთზე მეტ ხანს გასტანს.


მომდევნო ლურჯი მთვარის ნახვა 2028 წლის 31 დეკემბერს იქნება შესაძლებელი. უნიკალური მოვლენა 2032 წელსაც განმეორდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ბოლოს 1866 წლის მარტის მიწურულს დააფიქსირეს.


მთვარე სინამდვილეში არასოდეს არის ლურჯი. მისი განსხვავებულ ფერად აღქმა ატმოსფერული მტვრისგან, ვულკანური ამოფრქვევებისა და ხანძრისგანაა გამოწვეული. როგორც წესი, თვეში მხოლოდ ერთი სავსე მთვარეა და "მეცამეტე მთვარე" საკმაოდ იშვიათია, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ლურჯ მთვარეს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი