logo_geo
იტალიის ერთ-ერთ ლამაზ ქალაქში სახლის ყიდვა 1 ევროდ შეგიძლიათ!
- +

31 იანვარი. 2018. 21:50



თუ ოდესმე გიფიქრიათ, ევროპის ქალაქში მზიანი დღეების სიმწვანესა და სიმშვიდეში გატარებაზე, ახლა ამ იდეის იაფად განხორციელების შანსი გაქვთ.


იტალიური ქალაქში, ოლოლაი, რომელიც ნუოროს პროვინციაში, სარდინიის კუნძულზე მდებარეობს, ასობით სახლი იყიდება. მათი ფასი მხოლოდ ერთი ევროა ($1,25, ₾3,11 ).


ქალაქი მოსახლეობის უმრავლესობამ დატოვა. ამ დროისთვის, სულ 200-მდე სახლია 1 ევროდ გასაყიდად გამოტანილი.


ის ვინც სახლს შეიძენს, ვალდებულია, რომ 3 წელიწადში ის განაახლოს და გაალამაზოს. ადგილობრივი მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ახალმოსახლეებს ხელს ყველანაირად შეუწყობენ. სახლების მფლობელებს გრანტის მიღების საშუალებაც აქვთ.


ერთ-ერთი სახლის მყიდველი CNN-თან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქში სუფთა ჰაერია, არაა სმოგი და საუცხოო ხედებია და ამ ყველაფერს ერთად გამაჯანსაღებელი ეფექტიც კი აქვს.


„ძვლები საერთოდ აღარ მაწუხებს" - დასძენს ის.


ვინც სახლების ყიდვას აპირებს, უნდა იჩქაროს. ქალაქის მერის თქმით, სახლების შეძენაზე უკვე 100-ზე მეტი თხოვნა მიიღო.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი