logo_geo
ვინ არის პირი, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლა
- +

21 დეკემბერი. 2016. 17:53


 




მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც ანკაარში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მონაწილოებით გამართული ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იტყობინება.


გამოცემის ცნობით, ალთინთაში ერდოღანის დაცვის წევრი არ ყოფილა, თუმცა იმ პოლიციელების რიცხვში შედიოდა, რომლებიც პრეზიდენტის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ალთინთაში რვაჯერ მონაწილეობდა მსგავს ოპერაციებში.


Hurriyet-ის ცნობითვე, არშემდგარი ამბოხის დროს ალთინთაში არ მსახურობდა, ის ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე იყო გასული. ამგვარად უცნობია, რით იყო ის დაკავებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს.


ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.

მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ჯეიშ ალ-ფათჰის" შეიარაღებულმა კოალიციამ აიღო, რომლის რიგებშიც შედის „ჯებჰათ ფათჰ აშ-შამის" ექსტრემისტური დაჯგუფება (ადრე ცნობილი როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა").







 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი