logo_geo
თურქეთში მოკლულ ელჩს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა
- +

21 დეკემბერი. 2016. 17:59


 


ანკარაში მოკლულ რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს სიკვდილის შემდეგ რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.


აღნიშნულ ბრძანებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა.


„გმირის წოდება ანდრეი კარლოვს თურქეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე გამოჩენილი სიმტკიცისა და მამაცობისთვის და რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კურსის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მიენიჭა".


შეგახსენებთ, 19 დეკემბერს, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ჯეიშ ალ-ფათჰის" შეიარაღებულმა კოალიციამ აიღო, რომლის რიგებშიც შედის „ჯებჰათ ფათჰ აშ-შამის" ექსტრემისტური დაჯგუფება (ადრე ცნობილი როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა").




 

right_banner big_banner
არქივი