logo_geo
სირიელი გოგონა ბანა ალაბედი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
- +

21 დეკემბერი. 2016. 20:58




7 წლის სირიელი გოგონა ბანა ალაბედი ალყაშემორტყმული ალეპოდან twitter-ში თავისი ჩანაწერებით გახდა ცნობილი. გოგონამ ჩანაწერების გაკეთება სექტემბერში დაიწყო, როდესაც ბაშარ ასადის ძალებმა რუსეთის დახმარებით ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილის შტურმი დაიწყეს. ბანა ქალაქში ცხოვრებას და ყოველდღიურ მოვლენებს ინგლისურ ენაზე აღწერდა. მას ჩანაწერების გაკეთებაში დედა ეხმარებოდა, რომელიც ინგლისური ენის მასწავლებელია.


21 დეკემბერს გოგონა და მისი ოჯახი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ისინი თურქეთში ერდოღანის სპეციალურმა წარმოამდგენელმა ჩაიყვანა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ალეპოდან მათი ევაკუაცია განხორციელდა.


ალეპოში ინტენსიური შეტაკებების დროს, გოგონას დედა ერდოღანს ალეპოს მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებდა.


„გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ზავი შესრულდეს. დაგვიხსენით აქედან. ჩვენ დავიღალეთ",  - წერდა  ბანა ალაბედის დედა.


აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო.


 

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი