logo_geo
მზის სისტემაში შემოჭრამდე, ასტეროიდი ოუმუამუა რაღაც იდუმალს შეეჯახა
- +

16 თებერვალი. 2018. 01:52



ოუმუამუას სიგარის ფორმა შეიძლება სხვა ობიექტთან შეჯახების შედეგი იყოს.


ასტრონომთა განცხადებით, თუ ის კვლავ რამეს არ შეეჯახა, კოსმოსში სულ მცირე მომდევნო ერთი მილიარდი წელიწადი კიდევ იქროლებს.


ოუმუამუა ჩვენთვის ცნობილი პირველი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი სივრციდან შემოიჭრა. პროტოპლანეტური ობიექტი გასული წლის ოქტომბერში აღმოაჩნეს და მას შემდეგ, ის ასტრონონმთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია.


არის ძალიან გამორჩეული. აქვს ფორმა, რომელიც მანამდე არასოდეს უნახავთ მისი ტიპის ობიექტებში - სიგრძეში დაახლოებით ათჯერ გრძელია, ვიდრე სიგანეში.


გაჩნდა ეჭვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა შეიძლება იყოს ის: მიუხედავად იმისა, რომ ჰგავს ორგანული ნივთიერებებით მდიდარ კლდოვან ასტეროიდს, შეიძლება მას ასევე ჰქონდეს ყინულოვანი ბირთვი, კომეტის მსგავსად.


ასობით მილიონი წელია, დაჰქრის კოსმოსში, თანაც ძალიან უცნაური გზით - ბზრიალებს ერთი ბოლოდან მეორისკენ.


ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტეროიდის ზუსტი ბუნების შესწავლა გადაწყვიტა.


უახლესი ოპტიკური ფოტომეტრიით ობიექტის სიკაშკაშის შესწავლის გზით, ჯგუფმა დაადგინა, რომ ობიქტი ქაოსურად ბზრიალებს.


მსგავსი მოძრაობები ახასიათებს მზის სისტემის გაცილებით პატარა ობიექტებს, რომლებსაც უფრო ტრადიციული ასტეროიდების ფორმები აქვთ, ვიდრე ოუმუამუას. მისი ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით.


პოტენციურ მიზეზებს შორისაა შემხვედრი პლანეტური სხეულების გრავიტაციული მგრეხავი ძალები; კომეტური აქტივობა და იაროვსკი-ოკიფი-რაძივსკი-პედეკის ეფექტი, რომელშიც ჩართულია მზის რადიაცია და შიდა თერმული აქტივობა.


მაგრამ ოუმუამუას შემთხვევაში, ერთი მიზეზი სხვებზე გაცილებით მეტად იჩენს თავს.


„არსებობის რაღაც მონაკვეთში, იგი სხვა ობიექტსაა შეჯახებული", - უთხრა კვლევის ავტორმა ვეს ფრასერმა BBC-ს.


ოუმუამუა უკვე მზის სისტემის კიდეებისკენ მიემართება და შემდეგ, მასაც დატოვებს. მაისში მიაღწევს იუპიტერის ორბიტას, 2019 წლის იანვარში სატურნისას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენს სამეზობლოს დატოვებს, კიდევ დიდხანს იბზრიალებს კოსმოსში.


მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. თანდათანობით, მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი შიდა დაჭიმულობა და სტრესი მის მოძრაობას თანდათან შეაჩერებს.


ჯგუფმა გამოთვალა, თუ მაინც რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს „თანდათანობით", როგორც კლდოვანი ასტეროიდის, ისე ყინულოვანი კომეტის შემთხვევაში (რადგან დარწმუნებით არ ვიცით თუ რა არის სინამდვილეში) და დაასკვნეს, რომ რაც არ უნდა იყოს იგი, იარსებებს სულ მცირე კიდევ ნახევარი მილიარდი წელი.


უფრო ძნელია იმის თქმა, თუ როდის დაიწყო ბზრიალი. თუმცა, მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს ოუმუამუას მშობლიურ ვარსკვლავურ სისტემაში მოხდა.


„ძნელი გასარკვევია, ეს პლანეტის ფორმაციის პროცესში მოხდა თუ ამის შემდეგ", - ამბობს ფრასერი.

 

„როგორც წესი, პლანეტათა ზრდის პერიოდში უფრო მეტი შეჯახება ხდება, ვიდრე შემდეგ, შესაბამისად, გამოცანა ძალიან კარგია. მაგრამ სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ამ ობიექტისთვის მაღალი რეზოლუციის ფოტოს გადაღება, რათა ვიხილოთ თუ რა სახის კრატერია მასზე, რაც შეიძლება იმ შეჯახების შედეგად წარმოიქმნა, რომელმაც ოუმუამუას ბზრიალი დააწყებინა".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი