logo_geo
ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ დაადასტურეს, რომ დაშორდნენ
- +

16 თებერვალი. 2018. 20:39


 

ჯენიფერ ენისტონმა და ჯასტინ ტერუმ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გასული წლის ბოლოს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.


როგორც მათ განცხადებაში წერია, გამომდინარე იქიდან, თუ რა სფეროში მოღვაწეობენ, სურდათ მათი ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ეტაპამდე არ გახმაურებულიყო.

 

„ეს გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ბოლოს მივიღეთ, იყო ორმხრივი და სიყვარულით მიღებული. ჩვენ ვართ საუკეთესო მეგობრები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ წყვილი, მაგრამ ახლა და მომავალში კვლავ გავაგრძელებთ როგორც მხოლოდ მეგობრები და სათუთად მოვუფრთხილდებით ამას. გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით ტაბლოიდები ამ თემაზე სხვადასხვა ისტორიებს მოიგონებენ, გვინდა აქვე განვაცხადოთ, რომ ყველაფერი მათი გამოგონილია და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. ჩვენ ერთმანეთსს პატივს ვცემთ და ძალიან გვიყვარს", - წერია ენისტონისა და ტერუს განცხადებაში.


წყვილი 2015 წელს დაქორწინდა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი