logo_geo
ქორწინებაზე უარის თქმის შემდეგ, ინდოელმა კაცმა ქალს მჟავა შეასხა
- +

17 თებერვალი. 2018. 01:17



ინდოეთის ქალაქ ჯაიპურში 35 წლის მეხბუბ კჰანი 30 წლის ქალს თავს დაესხა და სახეში მჟავა შეასხა მას შემდეგ, რაც ქალმა კაცს ცოლობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.


ინციდენტი 14 თებერვალს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. პოლიციის ცნობით, ტოქსიკური ნივთიერება მოხვდა არამხოლოდ მსხვერპლს, არამედ თვითონ კჰანს. ექიმების თქმით, ქალს კანის 15% აქვს დაზიანებული. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.


„სამწუხაროდ, მას სამუდამოდ ექნება ნაიარევი. მას სულ მცირე 2 ოპერაცია დასჭირდება სახის აღდგენისთვის", - აცხადებს ექიმი.


მსხვერპლი სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობდა. ცნობილია, რომ ქალი უკვე 10 წელია გათხოვილია და სამი შვილი ჰყავს, კჰანი კი მას 2 წელი სთხოვდა შეხვედრას და მასთან ახლოს ცხოვრობდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი